პროექტმა საშუალება მომცა უკეთ გავცნობოდი საკუთარი სახელის მნიშვნელობას. მივიღე ინფორმაცია ჩემი მოსახელე ცნობილ ადამიანებზე.
პროექტის მუშაობაში ჩაერთო ჩვენი სკოლი რამოდენიმე მოსწავლე და მასწავლებელი.
მათი ბლოგებია:
- http://salome-xatia.blogspot.com/
- http://dito-misha-uta.blogspot.com/
- http://tamar-saxeli.blogspot.com/
ქეთევანი
სახელი ქეთევანი ჩემმა დამ დამარქვა.
ქეთევან (სპარსული) მნიშვნელობა უცნობია. "შაჰ-ნამეს" ერთ-ერთი პერსონაჟი ქალის სახელი ქეთაიონ ქართულში გადმოტანილია ქეთეონ-ის ფორმით, საიდანაც შემდეგ მიღებულია ქეთევან. მოფერებითი ფორმებია: ქეთო, ქეთი, ქეთინო, ქეთეთო.
ხედავდა გულმრისხანე შაჰი, რომ „უდრეკ იყო დედოფალი“, ისევ წმიდა სამებას სასოებდა კახეთის მანათობელი ვარსკვლავი, ჯვარცმულ მაცხოვარს ავედრებდა თავის ჯვარცმულ ქვეყანას და ემზადებოდა დიდი მისიისათვის. უსჯულო აბასმა გადაწყვიტა, რჯული გამოეცვლევინებინა ქეთევანისათვის. წმიდა ქეთევანმა შორს დაიჭირა თავი და წამებისთვის განემზადა. უსჯულოებმა ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს ქართველთა წმიდა დედოფალი: გახურებული რვალის ქვაბი დაამხვეს თავზე, მარწუხებით დააგლიჯეს ძუძუები, გავარვარებული შამფურები გაუყარეს მკერდიდან ზურგში, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი დააგლიჯეს ლურსმიან ფიცარზე დააგდეს და ზედაც ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს.
წმიდა სულმა დატოვა ნაგვემი სხეული. გამძვინვარებულმა ჯალათებმა ნადირთა სათრევად დააგდეს წმიდა დედოფლის გვამი, მაგრამ ღმერთმა მოავლინა სასწაული - წმიდანის ნეშტს ნათელი დაადგა.
ქეთი მელუა
წარმოშობით ქართველი ბრიტანელი მომღერალი, ანუ, როგორც მას დასავლეთის პრესა უწოდებს, «ბრიტანელი ქართველი» ქეთი მელუა (Katie Melua) მსოფლიო ესტრადის სამყაროში ტრიუმფალურ სვლას აგრძელებს.
«ქეთი მელუა - ყველაზე ფანტასტიკური აღმოჩენაა, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია. მე არასოდეს ველოდი, რომ ასეთ უნიკალურ პიროვნებას შევხვდებოდი, - ყველაფრის მნახველი პრიტანელი პროდიუსერი და კომპოზიტორი მაიკ ბეტი (Mike Batt) მთელ მის ინგლისურ თავშეკავებას კარგავს, როცა საუბარი ეხება მის შეუფასებელ აღმოჩენას, ქეთი მელუას. - იგი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი და ნატიფი მომღერალია მათ შორის, ვისთანაც მე მიმუშავია. მისი შედარება ვინმესთან ძნელია, იგი თავისთავადია, აბსოლუტურად დარწმუნებული საკუთარ თავში და გააჩნია გასაოცარი შინაგანი სიმწიფე, რომელიც ბევრად აჭარბებს მის ასაკს, იგი განუმეორებლია სცენაზე და, ბოლოს, მას ძალზე ლამაზი თვალები და დამაჰიპნოზებელი მზერა აქვს», წერს http://www.music.com.ua/.
ქეთი მელუამ მოულოდნელი საჩუქარი მიიღო მისი თაყვანისმცემლებისაგანაც - მისი სახელობის ტიტა. ყვავილის ახალი სახეობა, რომელსაც Tulipa Katie Melua უწოდეს, ჰოლანდიელმა სელექციონერებმა გამოიყვანეს.
ქეთევან მაღალაშვილი
1894-1973
ცნობილი მხატვარი და საზოგადო მოღვაწე დაიბადა ქ. ქუთაისში. 1911 წ. სწავლა დაიწყო თბილისში კავკასიის ნატით ხელოვნებათა ხელისშემწყობი საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში, სადაც მასწავლებლად იყვნენ იაკობ ნიკოლაძე, მოსე თოიძე, ოსკარ შმერლინგი. 1923 წ. ის შეუერთდა მხატვრების ჯგუფს დ. კაკაბაძის, ლ. გუდიაშვილის, ე. ახვლედიანის, შ. ქიქოძის შემადგენლობით, რომლებიც პარიზში ცხოვრობდნენ და სრულყოფდა თავის ოსტატობას კოლაროსის აკადემიაში. 1926-1937 წლებში მუშაობდა რესტავრატორად, ახდენდა მინიატურების, ფრესკების კოპირებას. ქ. მაღალაშვილი ტრიალებდა ინტელიგენტურ გარემოცვაში და ქმნიდა თანამედროვეების – ე. ახვლედიანის, ი. ნიკოლაძის, სოლიკო ვირსალაძის, ბ.კუფტინის და სხვათა პორტრეტებს. მის არქივში შემონახულია ფოტოგრაფიები, რომელზედაც აღბეჭდილია კულტურის ცნობილ მოღვაწეთა სახეები.
ქეთი დოლიძე
დაიბადა 1945 წლის 4 დეკემბერს თბილისში. 1967 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენა-ლიტერატურის ფაკულტეტი. 1975 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო-სამსახიობო ფაკულტეტი (მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო). ერთ-ერთი დამაარსებელი თბილისის კინომსახიობთა თეატრის.დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. დინოზავრის კვერცხი ( 1993)
2. ო, რა ტკბილია განშორების ეს ნაზი სევდა ( 1991)
3. მარტოხელა მონადირე ( 1989)
4. სანამ წვიმა გადივლიდეს ( 1984)
5. კუკარაჩა ( 1982)
6. კაცია ადამიანი ?! ( 1979)